2025 წლის 21 ივნისს, ქ. ბათუმში, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) მხარდაჭერით, ექსკლუზიური შეთავაზებების სექტორის მთავარი ღონისძიება– PROPERTY EXCLUSIVE 2025 Batumi – Summer specials – გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო უძრავი ქონების ჰაბი Property Georgia, მთავარი პარტნიორი — FIABCI-Georgia, ხოლო გენერალური სპონსორი — FMG Soft Odoo.
ღონისძიება გაიხსნა უძრავი ქონების თემატური საუბრებით Property Talks, რომელიც წარმოადგენს პანელურ დისკუსიას:,, ინვესტიციების, გაყიდვებისა და ტექნოლოგიების მომავალი უძრავ ქონებაში.” Property Talks-ს დაესწრნენ პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიები და ორგანიზაციები, FIABCI-Georgia-ს წევრი და არაწევრი უძრავი ქონების კომპანიები.
𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓-ის დამსწრეები ექსკლუზიურად ერთ სივრცეში გაეცნენ უძრავი ქონების და სექტორთან დაკავშირებულ სიახლეებს. ასევე გაიმართა B2B/B2C შეხვედრები. დღის მანძილზე პარტნიორმა კომპანიებმა გაათამაშეს სხვადასხვა პრიზები.
