Startseite » news_ge » მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა

მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა

თანამშრომლობა საქართველოს ბანკსა და პროკრედიტ ბანკს შორის

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრ  საქართველოს ბანკსა და პროკრედიტ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მომენტალური გადარიცხვების ახალი სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ინიციატივა საქართველოს ბანკს ეკუთვნის და მასში ასევე მონაწილეობენ ბაზის ბანკი და კრედო ბანკი. სიახლე მომხმარებლებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.

მომენტალური გადარიცხვების სისტემა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, თანხა სწრაფად და მარტივად გადარიცხონ როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. ეს მომსახურება მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბანკო ოპერაციებს და გაზრდის სერვისების ხელმისაწვდომობას. ეროვნულ ვალუტაში ერთჯერადი გადარიცხვის ლიმიტი 10 000 ლარს შეადგენს, ხოლო გადარიცხვების სიხშირე შეზღუდული არ იქნება.

საბანკო სექტორის ეს ინოვაციური ნაბიჯი კიდევ უფრო ამაღლებს მომხმარებლების ციფრულ გამოცდილებას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას ქვეყანაში. პარტნიორი ბანკების ერთიანი ძალებით, ასეულობით ათას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს სწრაფი და უსაფრთხო გადარიცხვებით. ბანკები აცხადებენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ ციფრული სერვისების განვითარებასა და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების დანერგვას.

You may also like

X
Skip to content