Startseite » news_ge » Falling Walls Lab 2026 იწყება

Falling Walls Lab 2026 იწყება

by DWV Admin

გლობალური ღონისძიება Falling Walls Lab 2026 წელს თბილისში გაიმართება და იწვევს სტუდენტებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს საქართველოდან, რომლებსაც აქვთ ინოვაციური იდეები, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

Pitch Event  გაიმართება 2026 წლის 20 ივნისს, 16:00 საათზე, Georgian Museum of Fine Arts-ში.
მისამართი: რუსთაველის გამზ. 7, თბილისი, მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ 2026 წლის 22 მაისის ჩათვლით ამ ბმულზე.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი იდეები სამწუთიანი Pitch-ფორმატით წარადგინონ და უპასუხონ ღონისძიების მთავარ კითხვას: „რომელ კედელს დაანგრევს შენი კვლევა?“

საუკეთესო იდეა, რომელიც მოწვეული ჟიურის მიერ აღიარებული იქნება, როგორც მეცნიერებასა და საზოგადოებაზე დადებითი ზემოქმედების მქონე, მოიპოვებს Falling Walls Science Summit 2026-ის გლობალურ ფინალში მონაწილეობის შესაძლებლობას, რომელიც ნოემბერში ბერლინში გაიმართება.

ამ გლობალური ღონისძიების ადგილობრივი ორგანიზატორები და პარტნიორები არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, DAAD საქართველო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში.

აღსაღნიშნავია, რომ ჟიურის წევრად მიწვეულია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) დირექტორი, ბ-ნი თომას კიმესვენგერი, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს პრეზენტაციების შეფასებასა და გამარჯვებულის არჩევაში.

You may also like

X
Skip to content