3
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია Nexia Georgia International Accounting Awards 2026-ის ფინალშია.
International Accounting Awards აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსს წარმოადგენს.
Nexia Georgia რვა სხვა კომპანიასთან ერთად ფინალშია ნომინაციაში „წლის ბუღალტრული ფირმა“ / „Accountancy Firm of the Year“. ნექსია ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან და ქვეყანას მსოფლიოს წამყვანი კომპანიების გვერდით წარადგენს.
2018 წელს კომპანია უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება ბუღალტრული აღრიცხვის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაჯილდოვდა პრემიით „Accounting Capacity Building Champion“.
გამარჯვებულები 25 ივნისს ლონდონში, ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდებიან.
