Startseite » news_ge » ბაზისბანკმა BlueOrchard-ისგან 10 მილიონი EUR მოიზიდა

ბაზისბანკმა BlueOrchard-ისგან 10 მილიონი EUR მოიზიდა

by DWV Admin
Legal Peport_National Bank of Georgia_31.03.21

მიკროსაფინანსო ფონდ BlueOrchard-ისგან ბაზის ბანკმა 10 მილიონი EUR-ს ოდენობის რესურსი მოიზიდა. შესაბამისი ხელშეკრულება 24 ივნისს გაფორმდა.

მოზიდული რესურსი უზრუნველყოფს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას საკრედიტო რესურსებზე, აღნიშნავს ბანკი.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბაზისბანკს 2 მილიარდი ლარის აქტივები და 309 მილიონი ლარის კაპიტალი აქვს და აქტივების მიხედვით – მე-5 პოზიციას იკავებს, კაპიტალით – მე-4 პოზიციას იკავებს. ბანკი BlueOrchard-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს.

საინფორმაციო სააგენტო სარკე
07.07.2021

You may also like

X
Skip to content