fbpx
Startseite » news_ge » ელემენტ კონსტრაქშენი #1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა

ელემენტ კონსტრაქშენი #1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა

by Salome Mumladze

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანიის წოდება ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ წლის ყველაზე გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებაზე „Golden Brand“-ზე მიენიჭა. აღნიშნული წოდება გადაეცემა კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხით, სანდოობით და საკუთარი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში.

,,მშენებლობა გუნდური საქმეა და ეს გამარჯვებაც ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ თითოეულ თანამშრომელს ეკუთვნის. მიღებული ჯილდო მნიშვნელოვანი სტიმულია ჩვენთვის. ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ აქტიურად განაგრძობს ინდუსტრიულ მშენებლობას სხვადასხვა დარგის ყველაზე მსხვილი წარმომადგენლებისთვის“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლადო ბუსკივაძემ.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს დაჯილდოება Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით ჩატარდა.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X