როგორც „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი აცხადებს, მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება. პროექტის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთანავე, ბენეფიციარებს 30.000 ლარამდე გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
„ამ წელს პროგრამაში მონაწილეობა არ იქნება შეზღუდული ადგილმდებარეობის მიხედვით. მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მეწარმეებს როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან. პროგრამით დაფინანსდება საოჯახო სასტუმროები, ავტომობილის სერვის-ცენტრები, სილამაზის სალონები, საცხობები და ეკონომიკის სხვა მიმართულებები. ძალიან მკაცრი შერჩევის კრიტერიუმები გვექნება. ყოველ პროექტს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი შეაფასებს, იქნება მკაცრი მონიტორინგი“ – განაცხადა ხიდურელმა.