fbpx
Startseite » news_ge » ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი ბავარიაში

ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი ბავარიაში

by Salome Mumladze

2023 წლის 23-27 ოქტომბერს, ბავარიის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის “Bayern – Fit for Partnership (BFP)“ ფარგლებში, კვლავ განხორციელდა დელეგაციის ვიზიტი ბავარიაში.

წლევანდელი პროექტის თემა გახლდათ „სამედიცინო ტექნიკა და აღჭურვილობა“. ქართული სამედიცინო სექტორის 12 წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცა, ხუთდღიანი პროგრამით, გაცნობოდა წამყვან ბავარიულ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ თანამედროვე, ინოვაციურ სამედიცინო ტექნიკას და აღჭურვილობას. კომპანიებს შორის გაიმართა შეხვედრები B2B-ფორმატში, რითიც საფუძველი ჩაეყარა ბილატერალურ ბიზნეს ურთიერთობებს.

ღონისძიება ჩატარდა Bayern International-ის მხარდაჭერით და DEGA-EXPOTEAM GmbH & Co.-ს და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) თანამშრომლობით.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X