311
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს 90 მლნ. ევროს ოდენობის კრედიტით. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, კლაუს ფაიგელის მიერ ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW).
შეთანხმება ეხება ენერგოსექტორის რეფორმის მხარდაჭერის მესამე ფაზას, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის განვითარების ბანკსა (AfD) და ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობით.
გერმანიის საელჩო თბილისი, 30.05.2020