Startseite » news_ge » გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების იურიდიულმა მრჩეველმა, ზურაბ ახალაძემ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრაში, თემაზე – ,,კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები’’

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების იურიდიულმა მრჩეველმა, ზურაბ ახალაძემ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრაში, თემაზე – ,,კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები’’

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების იურიდიულმა მრჩეველმა, ზურაბ ახალაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით გამართულ  სამუშაო შეხვედრაში, თემაზე – ,,კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები.’’

სემინარი 4 და 5 ნოემბერს, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები:  კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ახალი სტრუქტურული მოწყობა, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში – უწყების უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები, კონკურენციის კანონის აღსრულება ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, სასამართლოს როლი კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, კონკურენციის სააგენტოს მიერ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება და ა.შ.

სემინარში მონაწილეობდენ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მარეგულირებელი ორგანოების, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, იურიდიული, საკონსულტაციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

You may also like

X