fbpx
Startseite » news_ge » დიომ მძღოლისა და მგზავრის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ავტომობილის ტიხარი შეიმუშავა

დიომ მძღოლისა და მგზავრის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ავტომობილის ტიხარი შეიმუშავა

by David Hufschmidt
Dio_Trennwand

მძღოლისა და მგზავრის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრმა კომპანიამ “დიო” ახალი პროდუქტი – ავტომობილის სალონის გამჭვირვალე, მრავალჯერადი გამოყენების ტიხარი შეიმუშავა.

როგორც პროდუქტის შემქმნელები აცხადებენ, მისი გამოყენება უსაფრთხო და მარტივია, ადვილად დეზინფიცირდება და გამოირჩევა მაქსიმალური მდგრადობით ტემპერატურის ცვლილების დროს.

გარდა ამისა, ის ხელს არ უშლის მძღოლის სავარძლის რეგულირებას და მისი მონტაჟი და დემონტაჟი შესაძლებელია ავტომობილის სალონის დაუზიანებლად.

You may also like

Leave a Comment

X