მიმდინარე წლის 30-31 მაისს თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი იმართება. ღონისძიების სახელწოდებაა „მდგრადი განვითარება – მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა და მისი თემატიკა მოიცავს ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს.
ფორუმი ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით და ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (EU-UNDP M4EG), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), დანიისა და შვეიცარიის საელჩოების, კომპანიების – დუგლაძეების ღვინის კომპანია, ქალაქური, სარაჯიშვილი – მხარდაჭერით.