Startseite » news_ge » თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, მაკდონალდსის ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, მაკდონალდსის ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა

by Salome Mumladze

21 ივლისს, McDonalds Georgia-მ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. პროექტში კომპანიამ, TBC ბანკის მხარდაჭერით, 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

მიმდინარე წელს თბილისში, ისნის რაიონში, კომპანია კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, რომელშიც 7 მილიონ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს. ორივე რესტორანში 100-მდე ადამიანი დასაქმდება.

გასულ წელს კი კომპანიამ 26 მილიონი ლარის მსხვილი ინვესტიცია განახორციელა პურის საწარმოში, რომელიც მიმდინარე წელს ჯამში 4 მილიონი ლარის ღირებულების პურ-ფუნთუშეულის ექსპორტს გეგმავს აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში.

საერთო ჯამში, McDonalds Georgia-მ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით, 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანმა კი 146 მილიონ ლარს გადააჭარბა, იუწყება გაზეთი. დღეის მდგომარეობით, კომპანია 1,500 ადამიანს ასაქმებს.

You may also like

X