fbpx
Startseite » news_ge » თიბისის ნეობანკი – SPACE გერმანიის ბაზარზე შედის

თიბისის ნეობანკი – SPACE გერმანიის ბაზარზე შედის

by David Hufschmidt

თიბისი ნეობანკინგის პლატფორმას აფართოებს. Space გერმანიის ბაზარზე უკვე წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება.

საერთაშორისო ბაზარზე შესვლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება.

Space ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, დაკრედიტებას, ფულად გზავნილებს, საერთაშორისო კომუნალურ გადახდებს შესთავაზებს. მომსახურების მიღება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი. Space ძირითადად გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზე იქნება ფოკუსირებული.

გერმანიის ბაზარზე გასვლამდე, Space და პარტნიორი ბანკი გერმანული რეგულატორის მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფენ.

გერმანულ ბაზარზე ნეობანკის მოდელის წარმატებით ამოქმედების შემდეგ, Space სხვა ევროპული ბაზრების შესაძლებლობებსა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებებს შეისწავლის.

 

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X