Startseite » news_ge » კორონავირუსის გამო მკაცრდება საქართველოს საზღვრის კვეთა

კორონავირუსის გამო მკაცრდება საქართველოს საზღვრის კვეთა

by David Hufschmidt
Messeservice

მკაცრდება საზღვრის კვეთის რეჟიმი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოსული პირებისთვის.

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. იგივე პირობა ვრცელდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეც, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი საზღვარზე წარადგენენ შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ მათ აქვთ ჩატარებული კვლევა (PCR) კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითია.

ეს ცნობა უნდა გაიცეს გამგზავრებამდე და წარედგინოს საქართველოს საზღვარზე შესაბამის პირებს.

საქართველოს მთავრობა, 12.03.2020

You may also like

Leave a Comment

X
Skip to content