Startseite » news_ge » იმერეთში ქარის ელექტროსადგური აშენდება

იმერეთში ქარის ელექტროსადგური აშენდება

by DWV Admin

საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში, მთავრობამ სხდომაზე იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტი მოიწონა.

კერძოდ, განხილულ იქნა მთავრობასა და შპს Achar Energy 2007-ის შორის ამ პროექტთან დაკავშირებით დასადები ხელშეკრულების თაობაზე განკარგულების პროექტი.

ხელშეკრულება ითვალისწინებს სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მთავრობისთვის წარდგენას. აღნიშნული მოსამზადებელი სამუშაოების განსახორციელებლად გათვალისწინებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 24 თვე, იუწყება მთავრობა.

ელექტროსადგურის სიმძლავრე განსაზღვრულია 50 მგვტ-ის ოდენობით, გამომუშავება – 180.89 მილიონი კვტსთ, ინვესტიცია – $66 მილიონი.

You may also like

X
Skip to content