14 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
სხდომაზე განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირების საკითხებზე. განსახილველ საკითხებს შორის იყო, აგრეთვე, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა.