fbpx
Startseite » news_ge » იურიდიული ფირმა BLC კვლავ იკავებს IFLR1000-ს მიერ გამოქვეყნებული უახლესი რეიტინგების სათავეებს

იურიდიული ფირმა BLC კვლავ იკავებს IFLR1000-ს მიერ გამოქვეყნებული უახლესი რეიტინგების სათავეებს

by Salome Mumladze

იურიდიული ფირმა BLC საქართველოში როგორც საფინანსო, ისე კორპორატიულ სამართალში, ასევე პროექტების განვითარებაში პირველ რანგს იკავებს.

IFLR1000 წარმოადგენს სახელმძღვანელოს მსოფლიოს წამყვანი ფინანსური და იურიდიული ფირმებისათვის, რომელიც მომზადებულია დამოუკიდებელი და ფართო კვლევების შედეგად. მას საფუძვლად უდევს იურიდიულ ფირმებთან ინტერვიუები, აგრეთვე შემთხვევების შესწავლა და მომხმარებელთა შეფასებები.

იურიდიული ფირმის რეიტინგის გარდა, IFLR1000 ასევე აფასებს გამორჩეული პირების მუშაობას. BLC-ის შემდეგი იურისტებიმა მიიღეს დადებითი შეფასება:

უფროსი პარტნიორი – ალექსანდრე ბოლქვაძე და მმართველი პარტნიორი – ქეთი კვარაცხელია „მაღალი დონის“ იურისტებად სახელდებიან. IFLR1000 ასახელებს მათ “ადვოკატებს, რომლებიც დიდ მოწონებას იმსახურებენ კოლეგებისგან და აქვთ მაღალი აქტივობა და პოზიტიური შეფასება კლიენტებისგან“.

პარტნიორები, გიორგი ბათლიძე და თამთა ივანიშვილი, ასევე ენერგეტიკის, უძრავი ქონების და სამშენებლო მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ლაშა უფლისაშვილი „აღმავალ ვარსკვლავებად“ დასახელდნენ.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X