შპს „კნაუფ გიპს თბილის“-მა ამა წლის 16 ოქტომბერს უმასპინძლა გერმანიის ელჩს საქართველოში ბ-ნ ჰუბერტ ქნირშს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელ დირექტორს ბ-ნ ტომას კიმმესვენგერს და გერმანიის საელჩოში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებში პასუხისმგებელ პირს ქ-ნ სუზანნა რაქსის.
ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე სტუმრებმა გაითვალისწინეს და დაიცვეს კორონავისრუსის პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა რეკომენდაცია. მათ ასევე ჩაუტარდათ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი.
კომპანიის მხრიდან სტუმრებს დახვდნენ ტექნიკისა და წარმოების დირექტორი ბ-ნი რევაზ გობაძე და მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი ბ-ნი გიორგი ჯაფარიძე.
მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს თაბაშირ-მუყაოს წარმოების ხაზი, ქარხნის ლაბორატორია, ისაუბრეს წარმოების პროცესში გამოყენებული იმპორტირებული ნედლეულის თაობაზე, გაეცნენ წარმოების ტექნოლოგიას. შემდგომ დაათვალიერეს ქარხნის ტერიტორია და ესტუმრნენ კნაუფის ბაზაზე ევროპული სტანდარტის სასწავლო ცენტრს, რომელმაც თავისი საქმიანობა 2018 წლის იანვარში დაიწყო. სტუმრები გაეცნენ სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურას, ცენტრის მუშაობის მიზანს- ცოდნის მიღების საშუალება მიეცეს ყველა დაინტერესებულ პირს: არქიტექტორს, სტუდენტს, ხელოსანს, მშრალი და ტრადიციული მშენებლობის დარგში.
ასევე გაეცნენ კომპანიის თანამშრომლებს. გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ქ-ნი ნატალია ჭიჭინაძე წარსდგა სტუმრების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით, კერძოდ, ისაუბრა და შეეხო შემდეგ საკითხებს:
- კნაუფის ისტორია და განვითარება საქართველოში
- სასწავლო ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების საზოგადოების პატრონაჟით
- ბოლო წლებში თაბაშირ- მუყაოს ბაზრის განვითარება საქართველოში
- არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების მიერ შემოტანილი ფილები, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტს- პრობლემა ბაზარზე
- საქართველოში EN-520 ნორმის დანერგვის აუცილებლობა და მოგვარების გზები
- სამშენებლო მასალების დამოუკიდებელი ინსტიტუტის/ლაბორატორიის შექმნის საჭიროება საქართველოში
- შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, სტუმრები დაემშვიდობნენ ერთმანეთს მომავალ შეხვედრამდე.