fbpx
Startseite » news_ge » კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თბილისში გამართულ კონფერენციას 20 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თბილისში გამართულ კონფერენციას 20 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა

by Salome Mumladze

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოში გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში (მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერი, თბილისი) 20 ქვეყნის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა, იუწყება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო.

უწყების ცნობით, ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) წარმომადგენელი და სხვა საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციაზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ იმსჯელეს.

ღონისძიება საქართველოს 5 მარეგულირებელი უწყების (კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური) ორგანიზებით გაიმართა.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს პლატფორმა ეტაპობრივად განვავითაროთ და მსგავსი კონფერენციები ყოველწლიურად ჩავატაროთ, სადაც ბაზრების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, დარგის ექსპერტებთან ერთად, კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმება“, განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X