დღეიდან, კონკურენციის ეროვნული სააგენტომ მომხმარებელთა განაცხადების მიღება და განხილვა დაიწყო. ეს გათვალისწინებულია “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 ივნისს შევიდა.
კანონის თანახმად, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი, რომელიც ეხება ონლაინ ვაჭრობას.
როგორც სააგენტო განმარტავს, თუ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო 6 თვის შემდეგ – მომხმარებელს.
დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოში იგეგმება პირველი საერთაშორისო კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა“ ჩატარება.