Startseite » news_ge » კონკურსი სტარტაპებისთვის – START. UP! GERMANY TOUR 2022

კონკურსი სტარტაპებისთვის – START. UP! GERMANY TOUR 2022

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება იწვევს ქართულ სტარტაპებს START. UP! GERMANY TOUR 2022-ში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა და კონკურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული სტარტაპისთვის, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს (იხ. დოკუმენტი).

პროგრამა/კონკურსი იწვევს ქვემოთ მოცემული მიმართულებებით დაკავებულ სტარტაპებს:

  • Logistics & Mobility (ლოჯისტიკა & მობილობა)
  • Industrial Solutions (სამრეწველო გადაწყვეტილებები)
  • Green Tech (მწვანე ტექნოლოგიები)

კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ სარეგისტრაციო ფორმაზე და გამოგვიგზავნოთ თქვენი განაცხადი, მიმდინარე წლის 12 ივნისის ჩათვლით.

START. UP! GERMANY TOUR 2022- შედგება 4 ძირითადი კომპონენტისაგან, ვებინარების პროგრამა, შესარჩევი ეტაპი, საერთაშორისო კონკურსი და მთავარი პროგრამა.

ვებინარების პროგრამა (8 ივნისი – 25 აგვისტო):

პროგრამა შედგება ვებინარებისაგან და მასში მონაწილეობა შეეძლება ყველა მსურველს (იხ. დოკუმენტი). ცალკეულ ვებინარზე რეგისტრაციას გაივლით ბმულის მეშვეობით: https://www.startupgermany.nrw/pre-program-2022/

შესარჩევი ეტაპი (13 ივნისი – 5 აგვისტო):

21 ივნისს გაიმართება ონლაინ Pitch Event-ი, სადაც შემოსული განაცხადებიდან 10 გადარჩეული სტარტაპი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან შეირჩევა 5 საუკეთესო.

აღნიშნული 5 სტარტაპი 4-5 აგვისტოს გაემგზავრება ქ. ბაქოში, ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ Pitch Event-ში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მოხდება საერთაშორისო კონკურსისთვის საუკეთესო ქართული და საუკეთესო აზერბაიჯანული სტარტაპის ნომინირება.

საერთაშორისო კონკურსი (29 აგვისტო – 9 სექტემბერი):

საუკეთესო ქართული და აზერბაიჯანული სტარტაპი, სექტემბრის დასაწყისში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ფინალურ კონკურსში და იბრძოლებენ საბოლოო პრიზის მისაღებად. ფინალში გასული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით: 7.500,- ევრო (პირველი ადგილი), 5.000,- (მეორე ადგილი) და 2.500,- ევრო (მესამე ადგილი).

მთავარი პროგრამა (23 – 26 ოქტომბერი):

შესარჩევის შედეგად გადარჩეული 5 ქართული და 5 აზერბაიჯანული სტარტაპი წარდგენილი იქნება მთავარ პროგრამაში, START. UP! GERMANY TOUR 2022- ში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება გერმანიაში.

You may also like

X