კორონავირუსის ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქისთვის (18+) დაიწყო. ამისათვის შექმნილია ვებ-გვერდი moh.gov.ge/covid-chart/register.
სისტემა იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქემ მაქსიმუმ 3 მწარმოებლის ვაქცინა აირჩიოს. აუცილებელია მინიმუმ ერთი მწარმოებლის მითითება.
2021 წლის 20 აპრილი მონაცემებით პლატფორმაზე რეგისტრირებულია 30,000-ზე მეტი მოქალაქე. მათგან დიდი უმრავლესობა უპირატესობას Pfizer-ის ვაქცინას ანიჭებს.
საქართველოში ვაქცინაცია კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფებისა და სამედიცინო პერსონალისთვის 15 მარტიდან დაიწყო. დღევანდელი მდგომარეობით, აცრილია 31, 000-მდე პირი.
გაეცანით გრაფიკს, რომელიც მომზადებულია visualcapitalist.com-ის მიერ, ასახავს მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ზოგად სურათს. ასევე მასზე მონიშნულია პანდემიის მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორებიცაა დიდი საერთაშორისო ღონისძიებების გადადება, პანდემიის ეკონომიკური ეფექტები, ვაქცინაციის დაწყება და სხვ.