Startseite » news_ge » მგზავრთნაკადისა და რეისების რაოდენობა გაიზარდა

მგზავრთნაკადისა და რეისების რაოდენობა გაიზარდა

by DWV Admin

საქართველოს  აეროპორტების გაერთიანების თანახმად, საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადიც და რეისების რაოდენობა 14-14%-ით გაიზარდა. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 17 ათასამდე რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი პირველ 6 თვეში ისტორიულად ყველაზე მეტ, 2 358 937 მგზავრს მოემსახურა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შეადგინა.

რეკორდული იყო 2025 წლის პირველი ნახევარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვისაც. იანვარ-ივნისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 450 330 მგზავრსა და 2 121 რეისს მოემსახურა.

You may also like

X
Skip to content