fbpx
Startseite » news_ge » მეიჯერელ საქართველოს დირექტორმა ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs)

მეიჯერელ საქართველოს დირექტორმა ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs)

by Salome Mumladze

მეიჯერელ საქართველო შეუერთდა პრინციპებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში, რომლის იმპლემენტაციაში ჩაერთო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. აღნიშნული ქმედებით მეიჯერელ საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარსა თუ საზოგადოებაში.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტექნიკური მხარდაჭერით, კომპანიაში ჩატარდა გენდერული შეფასება და შემუშავდება შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა კომპანიაში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა და შემდეგ, შესაბამისი აქტივობების განხორციელება.

ქალთა გაძლიერების პრინციპები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივაა და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს ბიზნესისთვის იმის შესახებ, თუ როგორ შეუწყოს ხელი გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X