Startseite » news_ge » მთავრობამ 3 ქარის ელექტროსადგურის და 5 ჰესის პროექტი განიხილა

მთავრობამ 3 ქარის ელექტროსადგურის და 5 ჰესის პროექტი განიხილა

by Salome Mumladze

მთავრობის სხდომაზე განხილულ იქნა 3 ქარისა და 5 ჰესის პროექტი, რომელთა განხორციელება სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში იგეგმება.

სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია $400 მილიონს აჭარბებს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

განხილულ პროექტებს შორისაა: გორისა და ფარავნის ქარის ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები კაბალი 1, ახალსოფელი, ქარელი, ოსიაური.

ამ ელექტროსადგურების ინვესტორებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელთა საფუძველზეც დაიწყება პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხთა შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

You may also like

X