მთავრობის მიერ 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, ფერმერები, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, ამ მიწის გამოსყიდვას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
მთავრობის განცხადებით, გადაწყვეტილება შეეხება არანაკლებ 2 000 მოიჯარეს შეეხება, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კი უკვე 439–მა მოიჯარემ მიმართა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე ხნის წინ ნება დართო მოიჯარეებს, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებს ამუშავებდნენ, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოესყიდათ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები.
ამ გადაწყვეტილების მთავარი ამოცანაა, რომ მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეს და ფერმერებმა შეძლონ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა და დაფინანსების მოზიდვა. იქიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთების ფასები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი, მთავრობის ეს გადაწყვეტილება უფრო ხელმისაწვდომს გახდის ფერმერთათვის მიწის გამოსყიდვას. თავის მხრივ, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
მთავრობის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=563&info_id=79273
რაც შეეხება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის გასავლელ პროცედურებს, მათ შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: http://nasp.gov.ge/
კერძოდ: განაცხადის ფორმები –> სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა.
განცხადების ფორმა: https://drive.google.com/file/d/1le7Z-4baZajLbeOAaT-Z3MOIigz73g7C/view
საინფორმაციო სააგენტო სარკე
15.05.2021