Startseite » news_ge » ნათია თურნავა: ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან გვქონდა ნავარაუდევი

ნათია თურნავა: ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან გვქონდა ნავარაუდევი

by Salome Mumladze
Fitur

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი“. „აღდგენა 30%-ზე მეტი იქნება, შესაძლებელია, 50%-მდეც იყოს“, აღნიშნავს ის.

მინისტრის თქმით, საქართველოში გაიზარდა ტურისტების ჩამოსვლა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. „ჩვენს სამეზობლოდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა“, რომელიც ზაფხულო სეზონისთვის იგეგმება, აღნიშნა მან.

ამის შესახებ თურნავამ 19 მაისს განაცხადა მადრიდში (ესპანეთი), სადაც ტურიზმის გამოფენა „Fitur 2021“ გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. გამოფენას 100-მდე ქვეყნის დელეგაცია დაესწრო.

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საინფორმაციო სააენტო სარკე
21.05.2021

You may also like

X