საქართველოში შემოსვლის გამარტივებულ რეგულაციებს 18.05.2021-ის მდომარეობით ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები და ევროკავშირის ქვეყნების, თურქეთის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიის, ამერიკის შეერთებული შტატების, არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის, ყატარის, ბაჰრეინის, ისრაელის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის ფედერაციის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საჰაერო გზით შემოდიან.
საქართველოში შემოსვლა უნდა განხორციელდეს პირდაპირი ფრენის ან ტრანზიტული ფრენის გზით, იმგვარად, რომ მგზავრმა არ დატოვოს სატრანზიტო აეროპორტის ტერიტორია. მგზავრმა უნდა წარმოადგინოს უკანასკნელ 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და საქართველოში შემოსვლიდან მე–3 დღეს საკუთარი ხარჯებით უნდა გაიკეთოს მეორე PCR ტესტი.
იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოსვლამდე (თუნდაც ზემოჩამოთვლილი ქვეყნებიდან) უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ინდოეთის რესპუბლიკაში, დაწესებულია სავალდებულო 14–დღიანი კარანტინი.
ინფორმაცია საქართველოში შემოსვლამდე 14 დღის განმავლობაში სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ, ასევე პირის საკონტაქტო ინფორმაცია (საქართველოს ტერიტორიაზე) მიწოდებულ უნდა იქნეს ქართული მხარისთვის შევსებული ფორმულარის სახით.
გამონაკლისები მოქმედებს იმ მგზავრებისთვის, რომლებიც სამუშაო მიზნებით საქართველოში მოკლევადიანი ვიზიტით მოემგზავრებიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერი სახელმწიფოდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, მაგრამ ვალდებულნი არიან ყოველ 72 საათში საკუთარი ხარჯებით PCR ტესტი გაიკეთონ. სამუშაო მიზნებით მოგზაურებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმულარი, რომლის შევსებიდან 10 დღის განმავლობაშიც ისინი მიიღებენ ქართული მხარისაგან ქვეყანაში შემოსვლის ნებართვას. ამ ნებართვის გარეშე, ისინი ვერ ისარგებლებენ ზემოჩამოთვლილი გამონაკლისებით.
იმ პირებისთვის, რომლებმაც გაიკეთეს Covid19-ის საწინააღმდეგო აცრის ორივე დოზა, და ამის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა შეუძლიათ, არ მოქმედებს არც ერთი შეზღუდვა. თუ ეს დოკუმენტი უცხო ენაზეა, ის უნდა ითარგმნოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ვალიდურ დოკუმენტად ჩაითვლება გერმანიის ყვითელი აცრის პასპორტიც.
წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
Update: საქართველო სახმელეთო საზღვრებს 1-ელი ივნისიდან გახსნის
„სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. აქვე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც. გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი” – განაცხადეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე.