16-18 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე დელეგაცია, იუწყება კონკურენციის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) სესია მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სესია კონკურენციის პოლიტიკის შესახებ.
3-დღიანი ღონისძიება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით დაიგეგმა. კონფერენციის ფარგლებში ამ 5 მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით სპეციალური პანელი გაიმართება.