ორიენტ ლოჯიკი პირველი ქართული ტექნოლოგიური კომპანია გახდა, რომელსაც ერთდროულად ორი მსოფლიო ბრენდის პარტნიორობის პლატინუმ სტატუსი აქვს.
ორიენტ ლოჯიკს ამერიკული მულტინაციონალური კომპანიის Hewlett Packard Enterprise-სგან უმაღლესი ხარისხი – „Platinum სტატუსი“ მიენიჭა და 2020 წლის საუკეთესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილების პროვაიდერ კომპანიად დასახელდა.
აქამდე კომპანიას Dell Technogies პლატინუმ პარტნიორის სტატუსი ჰქონდა. შესაბამისად, „ორიენტ ლოჯიკი“ პირველი ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ერთდროულად ორი მსოფლიო ბრენდის პარტნიორობის პლატინუმ სტატუსი აქვს.