fbpx
Startseite » news_ge » პირბადეების ადგილობრივი წარმოება დაიწყო

პირბადეების ადგილობრივი წარმოება დაიწყო

by David Hufschmidt

დღეიდან აჭარა ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკაში პირბადეების ადგილობრივი წარმოება დაიწყო, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მინისტრის ნათია თურნავას თქმით, პირბადეების დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში (ე.წ. ლუგარის ლაბორატორია).

„პირველ ეტაპზე, ეს იქნება დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომლებიც პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ“ (გარეცხვის შემდეგ), განაცხადა მინისტრმა. ხოლო სამედიცინო მუშაკებისთვის პირბადეები იქნება ერთჯერადი, აღნიშნა მან.

თურნავას ინფორმაციით, საქართველოში პირბადეები შეიკერება 10-მდე სამკერვალო ფაბრიკაში, რომლებმაც გამოთქვეს შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 19 მარტი 2020

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X