335
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამჯერად ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა გეძლევათ, მონაწილეობა მიიღოთ მსუბუქი მრეწველობის განვითარების უნიკალურ პროგრამაში.
ეს პროგრამა ბანკისა და USAID-ის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა მოიცავს:
- სამშენებლო მასალების წარმოებას
- ავეჯის / სათამაშოების წარმოებასა და დიზაინს
- მყარი ნარჩენების გადამუშავებას
- შესაფუთი მასალების / ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას
პროექტის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე ინდივიდუალურ კონსტულტაციებს დარგის ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა − ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე