394
როგორც მოგეხსენებათ, გერმანიის ელჩი საქართველოში, ბატონი ჰუბერტ კნირში, სამწუხაროდ, აგვისტოს ბოლოს დაგვტოვებს. მას პეტერ ფიშერი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ფიშერი თავად წერს Twitter-ზე და აღნიშნავს, რომ აგვისტოს ბოლოს თბილისში გადადის, სადაც პატივი ექნება, იმსახუროს გერმანიის ელჩად საქართველოში.
2018 წლამდე ფიშერი გახლდათ გლობალიზაციის, ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის ოფიცერი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2018 წლიდან კი იგი გახლავთ გერმანიის ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.