fbpx
Startseite » news_ge » საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4.1%-ით გაიზარდა

საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4.1%-ით გაიზარდა

by Salome Mumladze

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, საერთაშორისო ტურისტების რიცხვი საქართველოში 2024 წელს საგრძნობლად გაიზარდა. პირველი ცხრა თვის განმავლობაში ქვეყანას 5.79 მილიონი მოგზაური ესტუმრა, რაც 2023 წელთან შედარებით 4.1%-იან ზრდას ნიშნავს.

მიუხედავად ვიზიტორთა რაოდენობის  შემცირებისა რუსეთიდან (1.11 მილიონი), თურქეთიდან (1.06 მილიონი ) და სომხეთიდან (732,271), საქართველო აღნიშნულ ქვეყნებში კვლავ მოთხოვნად ტურისტულ ქვეყნად რჩება.

საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტები წლიურად 5.9%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ქვეყნებიდან საქართველოში 348,230 ადამიანი ჩამოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია. ამასთან, გერმანია ლიდერობს 62,804 ვიზიტორით და 15.6%-იანი წლიური ზრდით.

ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საჰაერო გზით საქართველოში შემოსული ტურისტთა რიცხვიც (91.87 მილიონი), რაც 27%-იან წლიურ ზრდაზე მიუთითებს.

საქართველო კვლავაც რჩება მიმზიდველ ტურისტულ ქვეყნად  საერთაშორისო მოგზაურებისთვის და აჩვენებს სტაბილურ ზრდას, რომელიც დიდი ალბათობით, მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.

You may also like

X