fbpx
Startseite » news_ge » საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია თინეთი რვა წამყვან პლატფორმას გააერთიანებს

საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია თინეთი რვა წამყვან პლატფორმას გააერთიანებს

by Salome Mumladze

TNet, TBC ჯგუფის წევრი ტექნოლოგიური კომპანია, 8 ციფრულ პლატფორმას გააერთიანებს, იუწყება ჟურნალი. ეს პლატფორმებია: myauto.ge, vendoo.ge, tkt.ge, livo.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge და swoop.ge.

TNet მომხმარებელს 4 ძირითადი მიმართულებით შეთავაზებს პროდუქტებს და მომსახურებას: lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. მომავალში ეს მიმართულებები Super App-ში მოიყრის თავს.

როგორც აღნიშნულია, TNet-ში შემავალ ციფრულ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში მთელი ქართული ინტერნეტ ტრაფიკის 40% უჭირავს.

ამ ეტაპზე TNet-ში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი, რომელთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.

You may also like

X