Startseite » news_ge » საქართველოში FedEx-ის წარმომადგენლობა ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს

საქართველოში FedEx-ის წარმომადგენლობა ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს

by DWV Admin

საქართველოში FedEx-ის წარმომადგენლობა თბილისის აეროპორტთან ახლოს, 10,000 კვ.მ-ზე, 18 თვეში ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს.

ამ მიზნით, წარმომადგენლობასა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) შორის ფინანსური შეთანხმება გაფორმდა.

FedEx-ის ლიცენზიანტმა საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები DFC-სგან $4 მილიონის სესხი აიღო, რომელიც 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. კომპანიამ საკუთარი საინვესტიციო კაპიტალის მობილიზებაც მოახდინა.

„საქართველოში ამ პროექტის ანალოგი არ არსებობს“, – აცხადებს საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო მენთეშაშვილი. მისი თქმით, ლოგისტიკური ცენტრი FedEx-ის გადაზიდვებს მოემსახურება, ამასთან, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით, ის უზრუნველყოფს მათი პროდუქციის შენახვას, აღწერას, ქსელის ყოველდღიურ მომარაგებას.

You may also like

X
Skip to content