საქართველოს გადმოეცა 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის ტიტული, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. შესაბამისი გადაწყვეტილება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) წევრებმა მიიღეს.
2024 წელს ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება “მშვიდობა და ტურიზმი”.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის, თქმით, აღნიშნული სტატუსი მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას, მომდევნო წელს უმასპინძლოს 3,000-მდე ლიდერს ტურიზმის ინდუსტრიიდან და ავიაციის სექტორიდან.
მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება 27 სექტემბერს, და 2023 წელს ოფიციალური ღონისძიებები ერ-რიადში (საუდის არაბეთი) გაიმართა.