157
თელავში კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელ საწარმო GWN სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით ამოქმედდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, საწარმოში დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, USAID-ის გრანტი $75,000-ია, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება – 500,000 ლარი.
საწარმოში, სადაც 10 ადგილობრივია დასაქმებული, ერთდროულად, 300 ტონა კაკლის შენახვა-გადამუშავებაა შესაძლებელი.
სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, შპს GWN-ს 500,000 ლარი მიღებულია აქვს 2021 წელს. მითითებული საიდენტიფიკაციო ნომრის თანახმად, შპს დარეგისტრირებულია 2020 წელს თბილისში, 100% ეკუთვნის ელდარ მილდიანს.