fbpx
Startseite » news_ge » სილქნეტმა 300 000 000 აშშ დოლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

სილქნეტმა 300 000 000 აშშ დოლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

by Salome Mumladze

2022 წლის 31 იანვარს, სილქნეტმა, როგორც საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, 300 000 000 აშშ დოლარის 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების შესახებ გამოაცხადა.

2019 წლის პირველ ემისიასთან შედარებით, ახალი ევრობონდები 100 მლნ აშშ დოლარით მეტი მოცულობით გამოვიდა, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 11-დან 8.375%-მდე შემცირდა, რაც რეგიონის სხვა მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, “ვოდაფონ უკრაინასა” და “თურქ ტელეკომის” მაჩვენებლების დონეზეა და კომპანიისთვის საინვესტიციო მიმზიდველობაზე მიუთითებს.

“სილქნეტის” ახალ ობლიგაციებში ინვესტირება ამერიკისა და ევროპის მაღალი ხარისხის, ინსტიტუციურმა საინვესტიციო კომპანიებმა განახორციელეს. ასევე, ობლიგაციები პირველად შევა JP Morgan-ის განვითარებადი ბაზრების CEMBI ინდექსში. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა სილქნეტის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა.

ამ აქტივობებმა ასევე გააუმჯობესა სილქნეტის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) ქულა.

Sustainanlytics-ის ცნობით, სილქნეტი გაუმჯობესდა 27.5-დან 26.1-მდე რისკის შეფასების სისტემაში. ეს კომპანიას გლობალურ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერებს შორის 41-ე. სერვისის სხვა გაუმჯობესებასთან ერთად, ESG არის Silknet-ის ზრდის მთავარი სფერო, შემდგომი ვალდებულებებით, რომლებიც კომპანიას მომავალ წლებში ბაზარზე  წამყვან პოზიციებს პირდებიან.

მიუხედავად ბოლო ორი რთული წლისა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ კომპანია და ასევე მთლიანობაში საქართველო კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო საშუალებად რჩება.

გამოშვებული ობლიგაციებიდან მოზიდული სახსრებით მოხდება არსებული ვალდებულებების რეფინანსირება და კომპანიის შემდგომი განვითარების დაფინანსება. ობლიგაციების ემისიის ბუქრანერები ერთობლივად იყვნენ JP Morgan და UBS, ასევე თანამმართველი იყო თიბისი კაპიტალი. Dentons სილქნეტის, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal – თანამმართველების იურიდიული მრჩევლები იყვნენ. ამასთანავე მოზიდული თანხებით სილქნეტი ქვეყანაში საუკეთესო სატელეკომუნიკაციო სერვისების დანერგვისა და განვითარების გაგრძელებას აპირებს, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სიახლე და ინოვაცია შესთავაზონ.

 

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X