Startseite » news_ge » ტრანსპორტი და ლოგისტიკა რიცხვებში

ტრანსპორტი და ლოგისტიკა რიცხვებში

by Salome Mumladze

2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთის რაოდენობამ შთამბეჭდავ ნიშნულს მიაღწია. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 269,600 ტონა ტვირთი, რაც 2023 წელთან შედარებით 20,3%-ით მეტია.  ტვირთბრუნვამ 611.5 მილიონი ტონა-კილომეტრი შეადგინა, სადაც ზრდა – 43.6%-ს შეადგენს.

აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ სატვირთო ფრენების რაოდენობა გაორმაგდა  და საერთო ჯამში 2200 რეისი შეადგინა, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური ღერძის მზარდ მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის.

სტაბილური ზრდა ფიქსირდება  სამგზავრო მიმოსვლაშიც: 2024 წელს საქართველოს აეროპორტებმა მიიღო 3.71 მილიონი მგზავრი (ზრდა – 24.2%), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3.73 მილიონი ადამიანი (ზრდა – 23.5%). მიმდინარე დინამიკა ცხადყოფს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად ინტეგრირდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში და მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთს შორის ვაჭრობისთვის.

2024 წელს საქართველოს ნავსადგურების მიერ გადამუშავებული ტვირთების მოცულობა 5.8%-ით არის გაზრდილი. საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 1,683 გემი შემოვიდა (ზრდა – 4%). შემოსული გემების უმავლესობა თურქეთის, -პანამის, მალტის და ლიბერიის ქვეშ დაცურავს.
2024 წელს საქართველოს რკინიგზით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 9%-ით არის შემცირებული და შეადგენს 2.08 მილიონ ადამიანს, ხოლო საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში, ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით, 30.4%-ით ნაკლებია და შეადგენს 28,300 მგზავრს. აქედან, 71.1% სომხეთიდან შემოვიდა.

You may also like

X