fbpx
Startseite » news_ge » ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წელს 14 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წელს 14 მილიონი ლარი დაიხარჯება

by Salome Mumladze

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. ეს 2 მილიონი ლარით (17%-ით) აღემატება 2022 წლის ბიუჯეტს, აღნიშნავს უწყება.

სააგენტოს ცნობით, 2023 წელს 2 მილიონი ლარი მიმართული იქნება სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, 2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აქტიურად იქნება წარმოდგენილი. ამ სტრატეგიულ ბაზრებზე სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციები განახორციელებენ.

პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, ამასთან ერთად, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში, იუწყება სააგენტო.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X