Startseite » news_ge » ღია ცის ქვეშ ღონისძიებების ჩატარება ისევ შესაძლებელი ხდება

ღია ცის ქვეშ ღონისძიებების ჩატარება ისევ შესაძლებელი ხდება

by David Hufschmidt
event_photo

საქართველოში 13 ივლისიდან მოიხსნება ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ზაფხულში, როცა შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება, ასეთი ღონისძიებების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისს გაიხსნა. რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურობებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველო საზღვრებს ხსნის გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მთავრობა ამჟამად მუშაობს ავიაკომპანიებთან პირდაპირი ფრენების დანიშვნის მიზნით. ამ დროისთვის ცნობილია, რომ პირდაპირ რეისებს მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით, აგვისტოდან “ლუფთჰანზა” შეასრულებს.

You may also like

Leave a Comment

X