Startseite » news_ge » შიდა ქართლში ქარისა და მზის ელექტროსადგურები აშენდება

შიდა ქართლში ქარისა და მზის ელექტროსადგურები აშენდება

by Salome Mumladze

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქარისა და მზის ელექტროსადგურების 2 პროექტი განიხილეს. ელექტროსადგურები შიდა ქართლში აშენდება.

30 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურზე, საჯარო და კერძო კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება გაფორმდება, იუწყება მთავრობა. პროექტისთვის საჭირო ინვესტიცია $45.1 მილიონი. პროექტს შპს GDA Danre განახორციელებს.

რაც შეეხება მზის ელექტროსადგურს, ინვესტიცია – $4.06 მილიონს შეადგენს. პროექტზე მშენებლობის ფაზის დაწყების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. პროექტს შპს დოესი Energy განახორციელებს.

You may also like

X