გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, წიაღისეულის მოპოვებისთვის დადგენილი ზღვრები მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა (78 ხმით 1-ის წინააღმდეგ) მესამე (საბოლოო) მოსმენით 26 აპრილს მიიღო.
კერძოდ, სავალდებულო წესით გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაექვემდებარება წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი 25 ჰექტრისა.
ხოლო სკრინინგის პროცედურას დაექვემდებარება მყარი სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 5 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი 10 ჰექტრისა.
წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ცვლილება 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.