IFLR-ის უახლესი რეიტინგების მიხედვით, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი BLC Law Office კვლავ აღიარეს საქართველოში, როგორც წამყვანი იურიდიული ფირმა ფინანსური და კორპორატიული სამართლისა და პროექტების განვითარების სფეროებში. ეს შეფასებები კიდევ ერთხელ ადასტურებს BLC-ის ლიდერობას ბაზარზე და ხაზს უსვამს მისი პარტნიორებისა და იურისტების მაღალ კვალიფიკაციას.
IFLR1000 წარმოადგენს საერთაშორისო წამყვან კვლევით ინსტრუმენტს იურიდიულ ბაზარზე, რომელიც სპეციალიზებულია ფინანსური და კორპორაციული სამართლის სფეროებში იურიდიული ფირმებისა და ადვოკატების შეფასებაში. IFLR1000 ეხმარება კომპანიებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, რათა სწორად შეარჩიონ გარე კონსულტანტები და აფასებს 5,000-ზე მეტ იურიდიულ ფირმას და 21,000-ზე მეტ იურისტს 12 პრაქტიკის სფეროში და 250 იურისდიქციაში.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.