Startseite » news_ge » 30 აპრილიდან სამგზავრო მატარებლები კოპიტნარში გაჩერდება

30 აპრილიდან სამგზავრო მატარებლები კოპიტნარში გაჩერდება

by DWV Admin

საქართველოს რკინიგზის ცნობით, 30 აპრილიდან კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს მიიღებს.

როგორც აღნიშნულია, კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს მგზავრებისთვის უფასო ტრანსპორტირებას როგორც სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით, ისე აეროპორტიდან სადგურამდე, იუწყება საქართველოს რკინიგზა.

You may also like

X
Skip to content