Startseite » news_ge » Air Moldova საქართველოში ფრენებს გეგმავს

Air Moldova საქართველოში ფრენებს გეგმავს

by Salome Mumladze

თბილისის აეროპორტში ოპერირების დაწყებას მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova გეგმავს, იუწყება TAV Georgia (თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი).

როგორც აღნიშნულია, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენები განხორციელდება.

Air Moldova რეისებს კვირაში 2 სიხშირით (ორშაბათს და პარასკევს) Airbus 320 საჰაერო ხომალდით შეასრულებს, იუწყება TAV Georgia და აღნიშნავს: ნოემბრიდან, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის 4-მდე გაზრდას გეგმავს.

You may also like

X