fbpx
Startseite » news_ge » BFP-ონლაინ-დელეგაცია თემაზე: ”სასტუმროების, რესტორნებისა და დასასვენებელი ადგილების ხარისხის, მათი ინტერიერის დიზაინის მოდერნიზაცია და მართვა.“

BFP-ონლაინ-დელეგაცია თემაზე: ”სასტუმროების, რესტორნებისა და დასასვენებელი ადგილების ხარისხის, მათი ინტერიერის დიზაინის მოდერნიზაცია და მართვა.”

by Salome Mumladze
„Bayern – Fit for Partnership (BFP)“-ის დელეგაცია წელსაც გაიმართა, თუმცა პანდემიის გამო, ამჯერადაც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. წლევანდელი დელეგაციის თემა იყო: ,,სასტუმროების, რესტორნებისა და დასასვენებელი ადგილების ხარისხის, მათი ინტერიერის დიზაინის მოდერნიზაცია და მართვა.”
10-დან 11 ნოემბრამდე, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ბავარიულ კომპანიებსა და პოტენციურ საქმიან პარტნიორებს, ასევე მიეღოთ ინფორმაცია პროდუქტების, მომსახურებებისა და კონცეპტების შესახებ.
ქართული კომპანიები დაესწრნენ ონლაინ ფორმატში ბავარიული კომპანიების პრეზენტაციებს, შეხვდნენ მათ B2B ფორმატში და განიხილეს სამომავლო პერსპექტივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ღონისძიება ჩატარდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV), DEGA-EXPOTEAM და Bayern International– ის ორგანიზებითა და თანამშრომლობით.
ჩვენ, მადლობას ვუხდით ბავარიულ კომპანიებს მონაწილეობისთვის Zieher KG Reeve Lusini Home of VEGA Forniture Alberghiere KristallTurm GmbH & Co. KG Franz Schroll Fab-concept UG Bavaria Tourism და ქართულ კომპანიებს, როგორებიც არიან Georgian National Tourism Administration Adjara Group ALTA VISTA GMT Group HMG Hotel Collection International Hotelix Hospitality Management Sairme Resort OV Engineering Redix.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X