Startseite » news_ge » CENN-მა დაასრულა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტი

CENN-მა დაასრულა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტი

by DWV Admin

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა ორგანიზაციამ CENN-მა, 28 ოქტომბერს, პროექტი – თბილისის ცირკულარული ლაბორატორია“ წარმატებით დაასრულა დასკვნითი ღონისძიებით, რომელიც წარმოადგენდა ინიციატივის შემაჯამებელ ეტაპს და მიზნად ისახავდა ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობას საქართველოში.

პროექტი 2024 წლის ივნისში GIZ-ის გლობალური Circular City Labs ინიციატივის ფარგლებში დაიწყო, მიზნად ისახავდა მეწარმეთა გაძლიერებას, ხელახალი გამოყენების შეფუთვების სისტემების დანერგვას, ნარჩენების შემცირებასა და მდგრადი მოხმარების კულტურის პოპულარიზაციას.

ღონისძიების მთავარი აქცენტი გაკეთდა ორ საპილოტე ინიციატივაზე, რომლებიც განხორციელდა პროექტის ფარგლებში:

ფაბრიკამ და მისმა რეზიდენტმა ობიექტებმა,  წელიწადში დაახლოებით 400,000 ერთჯერადი ჭიქა მრავალჯერადი ალტერნატივით ჩაანაცვლეს, რაც 42,000 ლარის ეკონომიასა და ნარჩენების მნიშვნელოვანი მოცულობის შემცირებას ითვალისწინებს. ინიციატივამ ხაზგასმით აჩვენა, ადგილობრივი კომპანიების როლი და მათი ზეგავლენა მდგრადი განვითარების მიმართულებით.

კომპანია კამპამ პარტნიორ ობიექტებთან ერთად შეიმუშავა შუშის ბოთლების მრავალჯერადი გამოყენების სისტემა, რომლის ფარგლებშიც უკვე 7,500-ზე მეტი ბოთლი დაბრუნდა, გაირეცხა შესაბამისი სტანდარტების დაცვით და ხელახლა იქნა გამოყენებული. ეს მოდელი წარმოაჩენს მრავალჯერადი შეფუთვების ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სარგებელს და ამყარებს თანამშრომლობას ადგილობრივ ბიზნესებს შორის, რომლებიც ჩართული არიან ბოთლების დაბრუნების სქემაში.

პროექტმა თბილისის ცირკულარული ლაბორატორია“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ინოვაციური ცირკულარული ეკონომიკის მოდელების ხელშეწყობაში. ინიციატივამ ნათლად აჩვენა, რომ მდგრადი ბიზნესმოდელები არა მხოლოდ გარემოს დაცვის, არამედ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც სარგებლის მომტანია და უზრუნველყოფს რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებასა და გრძელვადიან მდგრად განვითარებას.

პროექტი განხორციელდა CENN-ის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-თან პარტნიორობით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

X
Skip to content